თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

05.07.23 17:27
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

სუს-ის თანამშრომელი, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაშია მხილებული მედიასთან არ ჩნდება.

"პირველებმა" გიორგი მუმლაძეს გლდანში მის სახელზე რეგისტრირებულ სახლში მიაკითხა, თუმცა ადგილზე  მისი ბიძა დახვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მუმლაძე ამ მისამართზე არ ცხოვრობს.

გიორგი მუმლაძის ბიძა აღიარებს, რომ თავდასხმაში მხილებული მისი დისშვილია, თუმცა ამბობს, რომ ის მისი ოჯახის წევრი არ არის და აღნიშნავს, რომ იშვიათად ნახულობს.

"რაღაც გაუგებრობაა ნამდვილად, არ მინახავს კადრები. შეიძლება ცდებოდეთ თქვენ, ხომ შეიძლება? წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს ამბავი",- ამბობს ბიძა.

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი იყოფებოდა ასევე ხაშურში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი ახლა ხაშურში აღარ ცხოვრობს, თუმცა ადასტურებენ, რომ გიორგი მუმლაძე ნამდვილად სუს-ში მუშაობს.

იდენტიფიცირებულია მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმაში მონაწილე პირი - "ფორმულას" მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს ადამიანი სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია.

"ფორმულას" ინფორმაციით, სწორედ ახობაძემ გადაიყვანა მუმლაძე რამდენიმე თვის წინ უწყებაში.

"ფორმულამ" ასევე გაარკვია, რომ გიორგის მუმლაძის მამაც ასევე სუს-ის თანამშრომელია.

 

მსგავსი სიახლეები