დაუშვებენ თუ არა რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებიდან ავიარეისებს საქართველოში - ავიაციის სააგენტო დუმს

06.07.23 14:01
დაუშვებენ თუ არა რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებიდან ავიარეისებს საქართველოში - ავიაციის სააგენტო დუმს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დუმილის რეჟიმში გადავიდა. უწყება ამ დრომდე არ ამბობს, მისცემენ თუ არა ნებას "როსავიაციას" რუსეთიდან საქართველოში კვირაში 284-ჯერ იფრინოს.

ავიაციის ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ქართული მხარე ამჯერადაც წავა დათმობაზე, ქვეყანას ახალი საფრთხეები ელოდება.  გამოცდილი ავიატორები ამბობენ, რომ იმ მიმართულებებზე,  რომელზეც ახლა რუსეთი ფრენების დაწყებას ითხოვს, აქამდე არასდროს უფრენიათ.  

ჩელიაბინსკი, ტიუმენი და იამალს რომ ეფრინოს როდესმე საქართველოში, ეს არის ჩვენთვის წარმოუდგენელია. ჩვენ ვართ, როგორც ვხედავთ, ეს ამაზრზენია, სამაშველო რგოლი, ვინაიდან ევროპამ ჩაუკეტა გზა უკრაინიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, მოუხდათ ჩვენგან დახმარება. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ომს ვიყენებთ ვითომდა სასიკეთოდ საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც არის ამაზრზენი. ჩააგდოს უნდა რუსეთმა წუმპეში საქართველო, რომ დაანახოს ევროპას რუსეთმა, რომ საქართველო არ არის ევროპის მხარეს და არის რუსეთსი მხარეს და ამის დეკლარირება ხდება თავხედურად რუსეთის მხრიდან. ანახებს, რომ „აი, საქართელო როგორ მემორჩილება, როგორი მორჩილია. სახელმწიფო როგორც გასცემს ნებართვებს, იმისდა მიხედვით, მერე ჩვენც, ბიზნესმენებიც ჩვენი მორალის მიხედვით ვიქცევით, ჩენი მორალია, რას ვიზამთ, მაგრამ თვითონ ვალებულება, რა თქმა უნა, პირველ რიგში აკისრია საქართველოს, - ამბობს  გიორგო კოდუა „ეარ ჯორჯიას“ დამფუნებელი.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა. 

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ნებართვების უმეტესობა გაცემულია ავიაკომპანია Red Wings-ზე.

მსგავსი სიახლეები