მკვლელობა სოფელ ანაგაში - პროკურატურამ მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

06.07.23 20:10
მკვლელობა სოფელ ანაგაში - პროკურატურამ მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში - სოფელ ანაგაში მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ შვილს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები