რამდენი სკვერიც გაკეთდა, იმდენი ბავშვი დაიღუპა, მერი უნდა დაისაჯოს - შსს-ს ყოფილი თანამშრომელი

11.07.23 13:19
რამდენი სკვერიც გაკეთდა, იმდენი ბავშვი დაიღუპა, მერი უნდა დაისაჯოს - შსს-ს ყოფილი თანამშრომელი

16 წლის მოზარდის გარდაცვალება წყნეთში - შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც პოლიციაში 30 წელი მუშაობდა და ერთი წელია, რაც პენსიაზე გავიდა, მომხდარზე თბილისის მერის პასუხისმგებლობას აყენებს და პირდაპირ მოითხოვს კახი კალაძის გადადგომას.

ადგილობრივი "პირველებთან" ამბობს, რომ რამდენი სკვერიც გაკეთდა, იმდენი ბავშვი დაიღუპა, ამიტომაც თბილის მერი უნდა დაისაჯოს.

"მე ერთი წელია წყნეთში ვცხოვრობ, პენსიაში გავედი, პოლიციაში ვიმუშავე 30 წელი, გამოვედი პენსიაში და სერიოზული ბარდაგია. პატრონი არ ჰყავს წყნეთს, რომ ახვიდეთ აგერ, ეს არის სკვერი აქ ხომ ბავშვი დაიღუპა გუშინ. ქალაქის მერს მორალური უფლება აღარ აქვს იყოს თანამდებობაზე, მაგას მე ვუთხარი ჩემი სტატიაც დევს ჩემს ფეისბუქის გვერდზე ვუთხარი, რომ შემოდი ჩაილაგე და წადი მეთქი. მაგას ჰგონია ბურთი და მოედანი და არ აირს, აბრძანდით და ნახეთ ბარდაგია. მე რასაც ვხედავ აქ არის სერიოზული ბარდაგი პატრონი არ ჰყავს წყნეთს, ვისაც უნდა სადაც უნდა რასაც უნდა იმას აშენებს. სახლებს აშენებენ, ხეებს აკრავენ სახლს. ბავშვებს უკლავენ ჟანგბადს. მე შვილები არ ამომყავს იმიტომ, რომ ვატყობ ცუდი რაღაცეები ხდება, სადმე რამეს არ წამოედონ და რამდენი სკვერიც გაკეთდა, იმდენი ბავშვი დაიღუპა და თავისთავად მერი უნდა დაისაჯოს, რას ჰქვია არ დაისაჯოს, მერია დასასჯელი, 8 კაცი გაასამართლეს, მერი ხელმძღვანელია, პასუხისმგებელი, უნდა აკონტროლოს  მერმა ყველაფერი. რომ შემოვიდნენ და გათხრები დაიწყეს უნდა შეემოწმებინა დენი როგორ იყო ჩაყვანილი რანაირად იყო, რამდენი ვოლტი შედიოდა რკინაზე როგორ არის შემოხვევა დახვევა იზოლაცია, ყველაფერი ეს უნდა შემოწმებულიყო და ისე შესულიყვნენ სამუშაოდ, - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები