ეს იყო ტექნიკური გაუგებრობა, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა - ნათია კუკულაძე
კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე „საერთაშორისო გამწვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
საუბარია კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, კუკულაძე დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს.
"ეს იყო ტექნიკური გაუგებრობა, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა"- აცხადებს ნათია კუკულაძე.
წლებია ყოველთვის დეტალურად და სრული პასუხისმგებლობით ვავსებ დეკლარაციას, ასე მოხდა 2022 წელსაც, შესაბამისად ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია. დაუყონებლივ მივმართე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საკითხის შესწავლის მიზნით, როგორც გაირკვა ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა"- აცხადებს ის.