"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თვითმკვლელობა სცადა" - ადვოკატმა სასამართლოსთან შიმშილობა დაიწყო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო. უფლებადამცველმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა თვითმკვლელობა სცადა. მიზეზი მოსამართლის განაჩენია.
მარიამ ლევიძე ამტკიცებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვება მეორე ინსტანციის მიერ უსამართლობაა, რადგან მისი კლიენტები ცილისწამების მსხვერპლნი არიან.
“საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო. ჩემი კლიენტი უსამართლობას და ცილისწამებას ვეღარ უძლებს და თვითმკვლელობა სცადა, მე კი შიმშილობა გამოვაცხადე.,”- აცხადებს მარიამ ლევიძე.
ცოლ-ქმარს ემიგრანტმა ნათესავმა მისი არასრულწლოვანი შვილის ცემის გამო უჩივლა. საქალაქომ კი დედის საჩივარი დასაშვებად ცნო და სავარაუდო მოძალადეები გაამტყუნა.