რა მითითებები მისცა ევროკავშირის სამედიცინო მისიამ სააკაშვილის შესახებ "ვივა მედს" - ჩხაიძის პირველი კომენტარი

13.07.23 11:20
რა მითითებები მისცა ევროკავშირის სამედიცინო მისიამ სააკაშვილის შესახებ "ვივა მედს" - ჩხაიძის პირველი კომენტარი

მეორე დღე ევროკავშირის სამედიცინო მისიის საქართველოში ვიზიტიდან. შევლენ თუ არა დღესაც პოლონელი ექიმები ვივა მედში ეს ზურაბ ჩხაიძემ არ იცის. კლინიკის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პოლონელ ექიმებს ჰქონდათ მედიკოსებთან კომუნიკაცია და ისინი ეთანხმებიან კლინიკის მკურნალობის ტაქტიკას.

ჩხაიძე ასევე ამბობს, რომ პოლონელმა ექიმებმა მათ რეკომედაციები მისცეს სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით.

"მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენთან ჩვენს კლინიკაში, ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები. ეს იყო ექიმი ნეიროქირურგი და მეორე, რომელიც შინაგანი მედიცინის სპეციალისტია და ასევე ტოქსიკოლოგი. მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემი კოლეგებიც, ასეთი კოლეგიალური შეხვედრა იყო, ნამდვილად საგნობრივი შეხვედრა იყო ერთობლივად განვიხილეთ მიმდინარე ყველა მისი მდგომარეობა პაციენტის, ჩატარებული წინა კვლევები და იყო ნამდვილად კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა, განსხვავებით სხვა წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ გვქონდა და არამარტო უცხოელი ექსპერტები იყვნენ წინათ და თუნდაც ქართველი ექსპერტები, რომელთან კომუნიკაცია ჩვენი კლინიკის ექიმებთან არ ჰქონიათ, მათგან განსხვავებით ისინი იყვნენ ძალიან კოლეგიალურები ძალიან კომუნიკაბელურები და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ, რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ გააკეთებენ დასკვნებს. დამატებითი კვლევები რაც ჩვენ ჩატარებული გვაქვს, სრულად დაეთანხმნენ ამ ჩატარებულ კვლევებს, ის რაც თვითონ რეკომენდაციის სახით მოგვცეს ჩვენ ეს გვქონდა რეკომენდებული პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე. თუნდაც პუნქციის ჩატარება ხერხემლის, რომელზეც უარი არაერთხელ განაცხადა და სხვა დანარჩენი იგივე კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველაფერი იყო ჩვენი საერთო აზრი და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი ესაუბრნენ პაციენტს.

მე ვერ გეტყვით პოლონელი ექიმების სამუშაო გეგმების შესახებ, ალბათ განცხადებებს თვითონ გააკეთებენ. შეიძლება ითქვას რომ გაუმჯობესება არის, ჩვენი რეკომენდაციის, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები თუნდაც კვების კომპონენტში".- ამბობს ჩხაიძე.

მსგავსი სიახლეები