მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი - მეუფე ნიკოლოზი

13.07.23 11:31
მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტი ჟურნალისტების მიერ არის შეთხზული.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მეუფე შიო არ არის მოწამლული და ის მშვენივრად გრძნობს თავს.

მეუფე შიოს შეიძლება სისხლში მართლაც აქვს მომატებული, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი და მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ეს არ არის შემთხვევით ამბავი და ეს არ შეიძლება უბრალოდ შემთხვევით ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა. შსს-მ გამოაცხადა, რომ მოტივაცია საქმის აღძვრის არის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თქვენს გამო დაიწყეს გამოძიება. მე, რომ ჩავიტარო სისხლში არ არის გამორიცხული, რომ მეც ასე მქონდეს. მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვის ინტერესში შედის, ეს ბოლოდან არის დასაწყები და ეს ჩემი საქმე არ არის პოლიტიკაა. ხე ნაყოფით იცნობება, ასეა და ნაყოფი ის არის, რომ დღეს მეუფე შიო იმედია მობრძანდება ჩაატარებს წირვას.

მშვენივრად გრძნობს თავს და თურმე ვინმემ მოწამლა არ ვარგებულა ის ვიღაცა მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი. ციანიდის სახით ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ",- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მსგავსი სიახლეები