რატომ არ ესწრება პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიებს? - საპატრიარქო პირველ განმარტებას აკეთებს
რატომ არ ესწრება პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიებს? - საქართველსოს საპატრიარქო პირველ განმარტებებს აკეთებს. უწმინდეს ფიზიკური მდგომაროება არ უწყობს ხელს, რომ აღავლინოს ღვთის მსახურება. ასეთია ოფიციალური პოზიცია.
"პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება და ზოგადად მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდი პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არცერთ სასწაულს არ ტოვებდა და არცერთ წირვა-ლოცვას არ ტოვებდა. სამწუხაროდ ასე ბოლო პერიოდში ფიზიკურად უჭირს, დიდი დატვირთვაა წირვა. მხოლოდ ეს" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქომ განმარტებები მას შემდეგ გააკეთა, რაც საჯარო სივრცეში პატრიარქის ჯანმრთლეობის შესახებ გავრცელდა ცნობები, რომ ილია მეორე შეუძლოდაა.