როცა რამე ცოდვა ხდება, ვერ გამოვალთ გარეთ და ვერ დავიწყებთ ამაზე საუბარს - მთავარეპისკოპოსი მიქაელი
ფშავ-ხევსურეთისა და თაინეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელი ამბობს, რომ საპატრიარქოში ცუდი არაფერი არ ხდებოდა და არც არასდროს არ მოხდება
მისი თქმით, რომ რაც ხდება საპატრიარქოში, ის გარეთ არ უნდა გამოვიდეს.
"საპატრიარქოში ცუდი არაფერი არ ხდებოდა და არც არასდროს არ მოხდება. არის გარკვეული საკითხები, რომელზედაც მიდის გამოძიებაო, რაც მეუფე შიომ თვითონ ბრძანა და მამა ანდრიამ, იმის გარდა არაფერი არ ვიცი. ჩვენ ვართ სასულიერო პირები და როცა რამე ცოდვა ხდება ნებისმიერი ადამიანისგან ჩადენილი იმას ვერ გამოვალთ გარეთ და ვერ დავიწყებთ იმაზე საუბარს. ცოდვა ხდება, ცოდვა რომ არ ხდებოდეს და შეგვეძლოს ანგელოზებივით ცხოვრება"- ამბობს მთავარეპისკოპოსი.