პატრიარქი შეუძლოდ რომ არ იყოს, აუცილებლად მოვიდოდა - მეუფე ანტონი

13.07.23 15:30
პატრიარქი შეუძლოდ რომ არ იყოს, აუცილებლად მოვიდოდა - მეუფე ანტონი

"პატრიარქი შეუძლოდ რომ არ იყოს, აუცილებლად მოვიდოდა" -  მაღალი იერარქები უწმინდესის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ.

მამა ანდრია ჯაღმაიძის შემდეგ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონიც ადასტურებს, რომ ილია მეორეს საჯაროდ გამოჩენა გართულებული ჯანმრთელობის მდგომაორების გამო არ შეუძლია. 

"იმიტომ არ დაესწრო, რომ ალბათ, შეუძლოდ არის, თორემ შეუძლოდ რომ არ იყოს და ოდნავაც რომ ჰქონდეს უწმინდესს შესაძლებლობა, ყველანაირად მოვიდოდა. კარგი რკინისებური "ზაკალკა" აქვს ამისათვის, მსახურებას არასდროს არ გაურბის, პირიქით ჩვენ ახალგაზრდები ვართ და ყველას ერთად გვჯობია ამ მხრივ და როგორც ჩანს, ნამდვილად შეუძლოდ არის." - ამბობს მეუფე ანტონი.

პატრიარქი დღეს სვეტიცხოვლობას არ დაესწრო. წირვა-ლოცვა მცხეთაში მეუფე შიომ აღავლინა. მრევლი ილია მეორის ტაძარში გამოჩენას დილიდან ელოდაა, თუმცა პატრიარქის ნაცვად მცხეთაშიიი მისი მოსაყდრე გამოჩნდა. ეს უკვე რიგით მეორე რელიგიური დღესასწაული იყო აღდგომის შემდეგ, როცა პატრიარქმა საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები