"ერთადერთი ვისზედაც ეჭვი არ მაქვს, ჩემი თავია" - მეუფე ანტონი პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლაზე

13.07.23 15:36
"ერთადერთი ვისზედაც ეჭვი არ მაქვს, ჩემი თავია" - მეუფე ანტონი პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლაზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლაზე ერთადერთი ვისზეც ეჭვი არ აქვს, თავისი თავია, თუმცა იმასაც გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს შიგნით ეს ვინმეს გაეკეთებინა.

"წარმოუდგენელია, სიმართლე გითხრათ. ფაქტი ის არის, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი არის და ეს ისეთი რამ არის, რომელიც ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი ვისზედაც ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს. ვერ გეტყვით, ვარაუდითაც ვერ გეტყვით. ნამდვილად გამოვრიცხავ, რომ შიგნიდან ჰქონოდა ვინმეს მცდელობა, იმიტომ, რომ ჩვენს წიაღში ასეთი რამ არ იბადება. ვარაუდითაც ვერ ვვარაუდობ, ან როგორი გზით შეიძლებოდა ამის გაკეთება"- ამბობს მეუფე ანტონი.

მსგავსი სიახლეები