ქურდულ სამყაროსთან წევრობის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის ოჯახის პირველი კომენტარი
ქურდულ სამყაროსთან წევრობის ბრალდებით დაკავებული პირები ბრალის წარდგენას ელოდებიან. დანაშაულში მხილებული 13 ეჭვმიტანილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან. 13 დაკავებულს შორის ორი მამა-შვილია. ანზორ და გია ფირანაშვილების სახლში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გუშინ გვიან ღამით შევიდნენ
სპეცოპერაცია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ჩატარდა. დაკავებულების ოჯახის წევრები ამტკიცებენ რომ ბრალი რომელსაც მამა-შვილს ედავებიან აბსურდულია და რომ დაკავებულებს ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
არაფერი არ ვიცით ამ ეტაპზე, გთხოვთ არ შეწუხდეთ და არ მოხვიდეთ მეორედ. არცერთ არანაირი კავშირი არ ჰქონია ქურდულ სამყაროსთან. რატომ შემოგვივარდნენ არ ვიცი. საერთოდ არაფრის გაგებაში ჩვენ არ ვართ". - ამბობს ოჯახი.