ნოდარ მელაძე ბევრ კორუფციულ ფაქტს ამხელს და სპეცსამსახურები გავეშებულები ეძებენ მის წყაროებს - ნინო ზურიაშვილი

13.07.23 17:21
ნოდარ მელაძე ბევრ კორუფციულ ფაქტს ამხელს და სპეცსამსახურები გავეშებულები ეძებენ მის წყაროებს - ნინო ზურიაშვილი

ნოდარ მელაძის ავტომობილიდან, მეხსიერების ბარათის წაღების უკან, "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტი, ნინო ზურიაშვილი სპეცსამსახურებს ხედავს. 

ჟურნალისტის განცხადებით, ნოდარ მელაძე ბევრ კორუფციულ ფაქტს ამხელს და სპეცსამსახურები გავეშებულები ეძებენ მის წყაროებს. 

ჩვეულებრივი ძარცვის დროს ადამიანებს მიაქვთ ძვირფასი ნივთები და არა ვინჩესტერი თავისი ინფორმაციით, ინფორმაცია წაიღო იმან ვისაც ის აინტერესებდა. ვის შეიძლება აინტერესებდეს ნოდარის მანქანიდან ვინჩესტერის ამოღება, ჩემთვის ცალსახად ეს არის სპეცსამსახურების საქმე. გააკონტროლოს ვინ რა ინფორმაციას აწვდის ჟურნალისტს, სპეცსამსახურებს აქვთ ამის დიდი წყურვილი. ბევრ კორუფციულ ფაქტს ამხელს ის და ზუსტად გავეშებული ეძებენ წყაროებს, რომ გადაკეტონ ეს ინფორმაცია"- აცხადებს ჟურნალისტი. 

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილიდან სამსახურებრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს "ძარცვის იმიტაცია" იყო, მიზანი კი მისი დანიშინებაა. 

მსგავსი სიახლეები