ტოტალურად დაუცველები ვართ, ავტორიტარიზმში შევდივართ - ნესტან ცეცხლაძე
ქართველი ჟურნალისტები ამბობენ, რომ საქართველოში მათი საქმიანობა სულ უფრო საშიში ხდება. "ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ პირდაპირ ამბობს, რომ ჟურნალისტები რომლებიც კრიტიკულ მასალებს ამზადებენ, ტოტალურად დაუცველები არიან.
ჟურნალისტის განცხადებითვე, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მოქალაქეები ალტერნატიული ინფორმაციის გარეშე დატოვოს.
ტოტალურად დაუცველი ვართ და არაუსაფრთხო გარემოში გვიწევს მუშაობა, უკიდურესად სახიფათო გარემოში. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს და სურს მოქალაქეები ალტერნატიული, მიუკერძოებელი ინფორმაციის გარეშე დატოვოს, რომ მოქალაქეებს ხელი მიუწვდებოდეთ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომლის მიწოდებასაც ხელისუფლება გადაწყვეტს. ძალიან მოკლედ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ, თუ არ შევსულვართ ავტორიტარიზმში" - ნესტან ცეცხლაძე.
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილიდან სამსახურებრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს "ძარცვის იმიტაცია" იყო, მიზანი კი მისი დანიშინებაა.