დადგმული სცენარი აძლიერებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ჟურნალისტების დაშინების პროცესს - კაპანაძე მელაძის საქმეზე
გუშინდელი შემთხვევა კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ჟურნალისტების დაშინების პროცესს - ასე აფასებს მედიაომბუდსმენი ნოდარ მელაძის წინააღმდეგ განხირციელებულ იმიტირებულ ძარცვას.
ნათია კაპანაძის თქმით, მმართველი პარტია ერთგვარად აპირებს ამ ახალი მეთოდებით შეაშინოს კრიტიკული ჟურნალისტები:
ამ შემთხვევაში არის დადგმული სცენარი, რომ იყოს მსუსხავი ეფექტი არა მარტო გამომძიებელი ჟურნალისტისთვის, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის, არამედ ნებისმიერი ჟურნალისტისთვის და ადამიანისთვის, რომელსაც აქვს კრიტიკული მოსაზრებები" - ნათია კაპანაძე.
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილიდან სამსახურებრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს "ძარცვის იმიტაცია" იყო, მიზანი კი მისი დანიშინებაა.