ჟურნალისტებზე თადასხმების წინააღმდეგ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, ხდება დანაშაულის უფრო მეტად წახალისება - ნინო დოლიძე

13.07.23 18:03
ჟურნალისტებზე თადასხმების წინააღმდეგ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, ხდება დანაშაულის უფრო მეტად წახალისება - ნინო დოლიძე

თავდასხმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე - სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაული ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებისგანაა წახალისებული. 

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ თავდასხმებს, ეს გასცდა უბრალოდ რიტორიკას, რაც ძალიან საგანგაშო და შემაშფოთებელია.

ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად ქმედით ნაბიჯებს ამ თავდასხმების წინააღმდეგ და შესაბამისად ხდება უფრო მეტად წახალისება და ასეთი ნაბიჯების გამეორება თუ სხვადასხვა ჟურნალისტებზე თავდასხმა" - ამბობს ნინო დოლიძე.

ISFED-ის დირექტორი ვარაუდობს, რომ ნოდარ მელაძის შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდეს ჟურნალისტების თუ კრიტიკული აზრის გამოთქმის მიმართ დაშინების მცდელობას.

"დემოკრატიულ სახელმწიფოში განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს" - ამბობს ნინო დოლიძე.

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილიდან სამსახურებრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს "ძარცვის იმიტაცია" იყო, მიზანი კი მისი დანიშინებაა. 

მსგავსი სიახლეები