უმისამართო სროლა თბილისის ცენტრში

14.07.23 10:20
უმისამართო სროლა თბილისის ცენტრში

უმისამართო სროლა თბილისის ცენტრში - ახვლედიანის ქუჩაზე მთელი ღამე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. ადგილობრივებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები რამდნიმე წუთის განმავლოაში უწყვეტად ესმოდათ. 

სროლაში ახალაგზრდა მამაკაცია მხილებული. მოტივი უცნობია, სამიზნე კი, სავარაუდოდ, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ერთ-ერთი ცენტრი იყო.

"მთელი 50 მჭიდი დაცალა, აქაური არ იყო, უმისამართოდ ისროდა, დაშავებით არავინ დაშავებულა და არც დაუკავებიათ, რადგან გაიქცა". - ამბობს თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება-გამოყენება და კერძო ობიექტის დაზიანება.

უწყებას მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები