ფსიქიკური ნაკლი აქვს - ადვოკატი გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულზე
14 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას, მისი სახაზინო ადვოკატი კი საქმის მასალების გადაცემას ელოდება.
ბრალის წარდგენა ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. შემდეგში მექნება ალბათ საქმის მასალებზე წვდომა. დაკავებულია გაუპატიურების ფაქტზე. მას აქვე ფსიქიკური ნაკლი და სავალდებულო წესით დაინიშნა დამცველი. მან გუშინ ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა"- უთხრა "პირველებს" ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა.
ცნობისთვის, "პირველებმა" სასამართლოს განჩინება მოიპოვა, სადაც წერია, რომ 38 წლის კაცი 14 წლის ბიჭზე 3 წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა და ემუქრებოდა.
დაზარალებული სოციალური მუშაკის თანდასწრებით დაიკითხა.