ნინო კირთაძის ევრიმაჟიდან წასვლა ქათული კინოსთვის დიდი დანაკარგია - დავით ვაშაძე

16.07.23 12:09
ნინო კირთაძის ევრიმაჟიდან წასვლა ქათული კინოსთვის დიდი დანაკარგია - დავით ვაშაძე

დავით ვაშაძე, რომელიც კინოცენტრში წლების განმავლობაში მუშაობდა, ამბობს, რომ ნინო კირთაძის გადაწყვეტილება კინოცენტრისთვის დიდი დანაკარგი იქნება. საუბარია კინორეჟესორის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება.

ვაშაძის თქმით, ქართულმა ფილმი  ევრიმაჟის ფონდიდან მილიონობით ევროს დაფინანსებას იღებდა, რაც ძლიერი ლობის გარეშე საგრძნობლად შემცირდება.

ევრიმაჟი ეს არის, ფაქტობრივად, ევროკავშირი კინოსთვის და საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც გაწევრიანდა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ. ამ ათზე მეტი წლის განმავლობაში ქართულმა ფილმებმა ამ ფონდიდან მილიონობით ევროს დაფინანსება მიიღო და სწორედ ასე იქმნებოდა ქართული ფილმები მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ხანია საერთოდ არც გაზრდილა დაფინანსება. ნინომ თვითონ გადაწყვიტა, რომ წასულიყო. დაფინანსება ქართული ფილმების მიმართ ძალიან შემცირდება, ძალიან ცოტა ევროპული პროდუქცია შეიქმნება, იმიტომ, რომ იქ სჭირდება ძალიან ძლიერი ლობი. ისეთი ხალხის შემეგ როგორიც თამარ ტატიშვილი იყო წარმომადგენელი, შემდეგ ნინო კირთაძე, რთული იქნება სწორი კანდიდატურის მოძიება თუ საერთოდ ინტერესი აქვთ. შეიძლება, ვინმე, უბრალოდ, ფიგურალურად გაუშვან, რომელმაც საერთოდ კინო არ იცის, - ამბობს დავით ვაშაძე. 

ნინო კირთაძემ კინოცენტრს დემარში გამოუცხადა. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი  ევრიმაჟში ჩვენს ქვეყანას აღარ წარმოადგენს. კირთაძე ტოვებს ევროპულ კინო პრომოუშენსაც. 

რეჟიორმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცენტრის თანამშრომლები პროტესტის რეჟიმში გადავიდნენ. მსახიობები, რეჟისორები და სცენარისტები უკვე რამდენიმე კვირაა კინოცენტრის ხელმძღვანელის შეცვლას და ახალი დირექტორის კონკურსის საფუძველზე დაინიშვნას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები