თუ ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ჯობია, ციხეში მომიკვდეს - არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედა

28.05.21 11:23
თუ ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ჯობია, ციხეში მომიკვდეს - არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედა

14 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის დედა გამოძიებას არ ენდობა და ფიქრობს, რომ დანაშაული მის შვილს არ ჩაუდენია. 

სიმართლე ვიცოდეთ, თუ მართალია და ჩემი შვილი ჩამდენია, ჯობია, ციხეში მომიკვდეს და თვალით არ მანახონ. ვისაც ვეკითხები მეზობლებს, არაფერი გაგვიგია და სად იყო სოფელში, ჭორი ვისთან იყო. მე რომ ეს გამეგო, შეიძლება, შემომკვდომოდა ჩემი შვილი" - ამბობს ბრალდებულის დედა.

გორის რაიონული სასამართლო  14 წლის მოზარდის გაუპატიურების საქმეზე დღეს იმსჯელებს

გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. 14 წლის ბიჭზე  40 წლამდე მამაკაცი 3 წლის განმაშვლობაში  სექსუალურად სისტემატურად ძალობდა, მიჰყავდა სკოლის ახლოს დანგრეულ სახლში და აუპატიურებდა.