იერიშები ლვოვსა და ოდესაზე - უკრაინა იუნესკოდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს

28.07.23 12:50
იერიშები ლვოვსა და ოდესაზე - უკრაინა იუნესკოდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადა იუნესკოს და უცხოურ სახელმწიფოებს მოუწოდებს, აღნიშნული ორგანიზაციიდან რუსეთი გააძევონ. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 296 დეპუტატმა დაუჭირა.

მიღებული დადგენილების თანახმად, უკრაინის მთავრობა ასევე ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაშაულებები, რომელიც ოკუპანტმა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩაიდინა, მათ შორის, საუაბრია მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებზეც.

უკრაინის რადა აღნიშნული დანაშაულებების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ომში მყოფი ქვეყნის მთავრობა ასევე იუნესკოს მიმართავს და სთხოვს, დაუყოვნებლივ გააგზავნონ უკრაინაში მისია, რომელიც ზარალს დაითვლის.