რუსების გადმოსახლების ნაწილში ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულია - გიორგი კირთაძე

28.07.23 13:11
რუსების გადმოსახლების ნაწილში ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულია - გიორგი კირთაძე

ბათუმის საკრეულოს წევრი ენმ-დან გიორგი კირთაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში რუსების მასობრივ დაფუძნებას უკავშირდება. ოპოზიციის წევრს ამის მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები მოჰყავს.

ამასთან, კირთაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსების გადოსახლების ნაწილში უკვე ძალიან თანმიმდევრულია. 

ხელისუფლება არის ძალიან თანმიმდევრული ამ ნაწილში, ბოლომდე დაჯდნენ ამ ხაზზე: რაც შეიძლება მეტი რუსი საქართველოში და რაც შეიძლება მეტი გაჭირვება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც საბოლოო საშუალებად ემიგრაცია უნდა აირჩიონ. განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, იქ, სადაც ეთნიკური რუსები ბევრნი ცხოვრობენ, რა ტიპის პრობლემები შექმნეს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხომ ყველამ კარგად იცის და ახლა როგორ ცდილობენ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები, რომ იმ ქალაქში, სადაც კომპაქტურად არიან ეროვნებით რუსები ჩასახლებულები, ჩავიდნენ და თვითონ იყიდონ უძრავი ქონება, იმიტომ, რომ შემცირდეს ეს ბალანსი, სადაც რუსები არიან მეტნი, რუსი რას ნიშნავს, გუშინ ყველამ კარგად ვნახეთ ბათუმში, - ამბობს გიორგი კირთაძე. 

შეგახსენებთ, რომ აჭარაში სპეციალურად რუსებისთვის უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენისთვის ემზადებიან. ღონისძიება ბათუმში ხვალ გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სარეკლამო კამპანიის მთავარი სახე რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა. ოკუპანტი ქვეყნის მოქლაქეებს უძრავ ქონებას განსაკუთრებული პირობებით ქართული სამშენებლო კომპანიებიც სთვაზობენ. 

მსგავსი სიახლეები