ერთი პირობით შემოვუშვათ რუსული ლაინერი: თუ "ქაჯ" ხელისუფლებას გაიყოლებს - იულონ გაგოშიძე

28.07.23 13:20
ერთი პირობით შემოვუშვათ რუსული ლაინერი: თუ "ქაჯ" ხელისუფლებას გაიყოლებს - იულონ გაგოშიძე

იულონ გაგოშიძე საქართველოში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლის წინააღმდეგია. მეცნიერის თქმით, რუსები ბათუმში ერთი პირობით უნდა შემოუშვან, თუ "ქაჯ" ხელისუფლებასაც თან გაიყოლებენ.

ამასთან, იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ საქართველოს მძიმე სენი აქვს, რომელსაც "ბიძინომა" ჰქვია და რომელიც აუცილებლად ამოსაკვეთია.  

ყველამ დავინახეთ გადაცემის დროს ირ უხამსობა და უმგსავსობა როგორც იქცეოდნენ ეს ჩამოთრეული რუსები და პასუხიც სათანადო იყო. ახლა აპირებენ ხელახლა ჩამოსვლას და მე ვფიქრობ, რომ არ უნა დავუშვათ, ნუდა ადვხვდეთ პორტში და არ შემოვუშვათ ჩვენს სნაპიროზე რომ გადმოვიდნენ. ერთი პირობით შემოვუშვებთ, თუ თან გაიყოლებენ მერე ჩვენს ხელისუფლებას. თვითონ ეს ქაჯები წაყვნენ ამ კრუიზის გემს და წავიდნენ. საქართველო ავად არის, მძიმე ავადმყოფობა შეეყარა ეს სიმსივნის სახეობაა, რომელსაც ბიძინომა ჰქვია. ეს უნდა მოვაცილოთ, ამოვკვეთოთ, - ამბობს გაგოშიძე.

შეგახსენებთ, "ასტორია გრანდე" ბათუმში 31 ივლისს გამთენიისას 6 საათზე ამჯერად "ვარსკვლავური კრუიზით" ჩამოვა და მასში ტურისტებთან ერთად რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და ოკუპანტი ქვეყნის ესტრადის წევრები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები