ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს - ექსპერტი რუსული ლაინერის შემოსვლაზე
ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს, - ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნიკა ჩიტიძე რუსეთთან საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას.
ექსპერტი ამბობს, რომ "ოცნებამ" 8-9 მარტის მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ გამოიტანა.
ხელისუფლება ისევ ასხამს ცეცხლზე ნავთს და ალბათ ვერ გამოიტანა ის გაკვეთილები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ მიიიღო მიმინარე წლის 8-9 მარტის მოვლენებიდან, - ამბობს ნიკა ჩიტიძე.
შეგახსენებთ, "ასტორია გრანდე" ბათუმში 31 ივლისს გამთენიისას 6 საათზე ამჯერად "ვარსკვლავური კრუიზით" ჩამოვა და მასში ტურისტებთან ერთად რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და ოკუპანტი ქვეყნის ესტრადის წევრები იქნებიან.