მონა ხელისუფლებას უნდა, ჩვენი ღირსება დავამხოთ - გია ბუღაძე რუსული ლაინერის შემოსვლაზე
მხატვარი გია ბუღაძე ბათუმში რუსული ლაინერის შესვლას აპროტესტებს. ბურაძის თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ ქართველმა ხალხმა ღირსება დაკარგოს და ჩამოსულ რუსებს პატივით შეხვდნენ.
იქით კვირაში კიდევ ჩამოვლენ, საინტერესო ის არის, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავები ჩამოვლენ. იმათ უნდა შეხვდნენ და თურმე მათ ხმა არ უნდა გავცეთ და უნდა მივიღოთ, გავუწელოთ ელარჯი, ვაჭამოთ აჭარული ხაჭაპური და საერთოდ, ჩვენი ღირსება და პატიოსნება უნდა დავამხოთ, ეს უნდათ ჩვენგან, იმიტომ, რომ თითონ არიან მონები, - ამბობს ბუღაძე.
შეგახსენებთ, "ასტორია გრანდე" ბათუმში 31 ივლისს გამთენიისას 6 საათზე ამჯერად "ვარსკვლავური კრუიზით" ჩამოვა და მასში ტურისტებთან ერთად რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და ოკუპანტი ქვეყნის ესტრადის წევრები იქნებიან.