რუსებისთვის ბინების მიყიდვის ღონისძიება შესაძლოა, ჩაიშალოს - კომპანიის ოფისი დაკეტილია

28.07.23 15:21
რუსებისთვის ბინების მიყიდვის ღონისძიება შესაძლოა, ჩაიშალოს - კომპანიის ოფისი დაკეტილია

რუსებისთვის დაგეგმილი ბინების განსაკუთრებული პირობებით მიყიდვის ღონისძიება შესაძლოა, ჩაიშალოს. "ექსპო ბათუმი-2023" ის ოფისი დაკეტილია. საზოგადოებრივი პროტესტის და მედიის მიერ ამ ამბის გაშუქების შემდეგ ორგანიზატორები იმალებიან. სამშენებლო კომპანიები კი უარს ამბობენ, ბინების რუსებისთვის განსაკუთრებული პირობებით მიყიდვაზე.

ოპოზიციის წევები ყველა დეველოპერულ კომპანიას მოუწოდებენ, აღნიშნულ გამოფენაში არ მიიღონ. "ლელოს" გენერალური მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ ბათუმში დაგეგმილი ღონისძიება ქვეყნის ღალატი და სიგიჟეა. 

ეს არის გამოფენა კერძო საკუთრაების შეძენის შესახებ, სადაც პირდაპირ ლანგარზე ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ყიდის „ქართული ოცნება“ . ეს არის დანაშაული ეროვნული ინტერსების წინააღმდეგ, ეს არის სიგიჟე, ეს არის სიბრიყვე და ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ინტერესების. ის, რაც ვერ შეძლო ასლან აბაშიძემ, და ის გააძევეს ამ ქვეყნიდან, იმიტომ, რომ იყო მორალატე ქართული ეროვნული ინტერესების, ასევე მოუწევთ „ქართული ოცნების“ მესვეურებს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 
 

კომპანიებს შორის, რომლებმაც გამოფენაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, არიან "არქი ჯგუფი", "გუმბათი ჯგუფი" და "ტერასა ჯგუფია". "არქი ჯგუფის" ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ უარის მიუხედავად, თავდაპირველად სააგენტოომ მათი ლოგო სარეკლამო ბანერზე მოტყუებით მაინც დაიტანა. 

რუსულენოვანი კამპანიის თანახმად, ვინც ხვალ ბათუმში ბინის შესაძენად მივა, რეზიდენციებს თბილისსა და აჭარაში  განსაკუთრებული პიროებებით მიიღებს. ბინასთან ერთად კი  საქართველოში ბინადრობის უფლებაც ექნება. რუსებს, ვისაც ფულის გადმორიცხვის პრობელემა აქვს, აქ ანგარიშის გახსნას ან კრიპტოვალუტით ანგარიშსსწორებას სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები