სისხლიანი გარჩევა ვერაზე - სად გაქრა დანა

28.07.23 15:43
სისხლიანი გარჩევა ვერაზე - სად გაქრა დანა

სისხლიანი გარჩევა ვერაზე - ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრაში ბრალდებული დავით გაბისკირიას ოჯახი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. 

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ოჯახი ამტკიცებს, საბედისწერო დღეს, დაპირისპირებულ მხარეს შეხვედრაზე დანა ჰქონდა მიტანილი, თუმცა, მათი ინფორმაციით, ცივი იარაღი საქმეში არ დევს.

ამასთან, ოჯახის თქმით, ის, რომ გაბისკირია თავის ფეხით ჩაბარდა, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა.

"აღიარებს, რომ რატომ ედო იარაღი თვითონაც არ იცის მოხდა ასე, ჰქონდა. საუბედუროდ ტრაგიკული დამთხვევა არის, მაგრამ იცავდა 81 წლის მამაჩემს, რომელსაც თავს ესხმოდნენ და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვამტკიცებთ იმიტომ, რომ ის დანა არის გამქრალი. კი არ დაიჭირეს, თავისი ფეხით მივიდა და ჩაბარდა, ჩააბარა ის იარაღიც რომლითაც მოხდა ეს ყველაფერი. კანონის დაცვით მიდიოდნენ იურისტის კაბინეტში და საბუთებით, რომ რაღაც და კამათი, როგორც ხდება ხოლმე, დასრულდა" - ამბობს გაბისკირიას ოჯახი.

დავით გაბისკირია დღეს სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ტატო გურგენიძე მისი პენსიონერი მამის მკვლელობას დანით ცდილობდა, გააშველა, რა დროსაც გაისროლა.

გახმაურებული საქმის პროცესი სასამართლში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების რისკები, ამიტომაც მოსამართლემ გაბისკირია პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ ხელბორკილები ცნობილ მწერალს  ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის გამო დაადეს, მას გაბისკირიამ კაბინეტში 5 ტყვია ესროლა. სისხლიანი გარჩევის მოტივი ვერაზე დაწყებული კორპუსის მშენებლობა გახდა. ერთ-ერთი ვერსიით ბიზნესმენმა კორპუსი მწერლის ოჯახის მიწაზე ააშენა შემდეგ კი,  ვალდებულება არ შეასრულა, რასაც სროლა და დაპირისპირება მოჰყვა. 

 

მსგავსი სიახლეები