ხმაური კალნცელარიაში - ღარიბაშვილის სამსახურმა უიშვიათესი დაავადების მქონე ბავშვისთვის 3400 ლარი ვერ გამონახა

28.07.23 17:01
ხმაური კალნცელარიაში - ღარიბაშვილის სამსახურმა უიშვიათესი დაავადების მქონე ბავშვისთვის 3400 ლარი ვერ გამონახა

 

 

ხმაური მთავრობის ადმინისტრაციაში - ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან არასრუწლოვანი მოზარდის დედამ შიშილობა დაიწყო.

პროტესტის უკიდურეს ფორმას თამარ იარაჯულმა ხელისუფლების უყურადღებობის და გულგრილობის გამო მიმართა. 12 წლის ბიჭის დედა, რომელსაც ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემები აქვს, შვილის თურქეთში სამკურნალოდ გადასაყვანად ბილეთის ფულს, 3400 ლარს ითხოვს.

მოზარდს უიშვიათესი დაავადება სჭირს, რომლის მკურნალობის საფასურს 13 ათას ევროს, მთლიანად თურქეთი აფინანსებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბავშვისთვის 3400 ლარის გამოყოფას ვერ ახერხებს.

თურქეთმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი ჩასვან უფასო გამოკვლევებში, ჩვენ ქვეყანას ვთხოვ ბილეთს, იმიტომ რომ მერამდენედ მივდივარ თურქეთში არ ვიცი და პასუხი არის ასეთი - მკურნალობას დავაფინანსებთ და ბილეთს არაო. თუ არ დავადგინე საბოლოოდ რისგან არის გამოწვეული, მკურნალობას როგორ დამიწყებენ. 11 საათიდან აქ ვზივარ, დავიწყე შიმშილობა, დიაბეტიანი ადამიანი ვარ, ჩამოვიდნენ ვინმე და თქვან, რომ ამ ქვეყანაში კლავენ ბავშვებს. მთელი დღეა ვუყურებ, როგორ შეეზიდებიან ხინკლებს, რესტორანი გახდა აქაურობა? ამხელა ფულს იხდიან ამხელა ურნებში, ესეც იყოს ისიც იყონ, მაგრამ მიხედონ ბავშვებს"- ამბობს იარაჯული.  
 

მსგავსი სიახლეები