აფრენის წინ თვითმფრინავი არ დაიქოქა - Georgian Wings ბათუმში ვერ გაფრინდა
Georgian Wings-მა თბილისი-ბათუმი ის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა ვერ შეასრულა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი არ დაიქოქა.
ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
Georgian Wings- უპასუხისმგებლოები ხართ! დილის 9-ზე უნდა გავფრენილიყავით ბათუმის მიმართულებით. აფრენის წინ თვითმფრინავი არ დაიქოქა და აღმოჩნდა რომ ტექნიკური ხარვეზი აქვს. შემდეგ გვითხრეს 12-ზე გავფრინდებითო, შემდეგ 2 -ზეო. რა თქმა უნდა პრობლემა არ მოგვარდა და ჩვენ ჩამოვედით რეისიდან.
p.s ჩაიუხსნიათ რეისი. მთელი დღე დაგვაკარგინეს…"- წერს სოციალურ ქსელში ლიკა ევგენიძე.
დაგაგმილია, რომ Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს, 28 ივლისიდან კვირაში 12 სიხშირით განახორციელებს.