ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა გაურკვეველი ვადით გადაიდო

28.07.23 18:34
ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა გაურკვეველი ვადით გადაიდო

ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია  People - Real Estate  ავრცელებს. 

სამწუხაროდ, გატყობინებთ, რომ EXPO-Batumi 2023, რომელიც თავდაპირველად 29 და 30 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გადაიდო. 
გიბოდიშებთ და აუცილებლად შეგატყობინეთ ღონისძიების ჩატარების თარიღებს. გმადლობთ გაგებისთვის, - წერს კომპანია. 

 

შეგახსენებთ, რომ 29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი ბინების განსაკუთრებული პირობებით მიყიდვის ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო.  

მსგავსი სიახლეები