პოლიციელების ძალადობის საქმე თავდაყირა დგება - ვინ გააყალბა ოქროს მოწმის ჩვენება
პოლიციელების ძალადობის საქმე თავდაყირა დგება. სამართალდამცველები ოქროს მოწმის ჩვენების გაყალბებაში არიან მხილებულები.
„პირველებმა“ მოიპოვა მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ დაპირისპირების უშუალოდ თვითმხილველის ნაცვლად ჩვენება გამომძიებლებმა დაწერეს და ფაქტებიც მათთვის სასურველი სცენარით აღწერეს.
ქალს, რომელიც პენსიონერ ბებიაზე ძალადობის ამბავს შეესწრო, სამართალდამცველები აიძულებდნენ ეთქვა, რომ ეს არა ძალადობა, არამედ მოხუცის მოგერიების მცდელობა იყო.
ოქროს მოწმემ შეცვლილი ჩვენების შესახებ ლაშა ჟღენტის დედისგან გაიგო, რომელსაც პირდაპირ უთხრა, რომ ეს მის მიერ დაწერილი არ არის.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.