დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტი კლანის მორჩილებაში მყოფ პირს ჩააბარეს
დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტი კლანის მორჩილებაში მყოფ პირს ჩააბარეს. მურუსიძე-ჩინჩალაძის არაფორმალურმა ჯგუფმა ასობით მოსამართლის გადაცდომების გამოძიება შოთა ქადაგიძეს ანდო.
ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის ყოფილი წევრია, რომელიც წლების განმავლობაში არაფორმალური ჯგუფის მორჩილი იყო და კლანის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა. ახლა კი ეს მორჩილება დაუფასეს. მესამე სექტორი ეჭვობს, რომ ქადაგიძის სანქციები მხოლოდ იმ მოსამართლეებზე გავრცელდება, ვის ერთგულებაშიც კლანის ბოსებს ეჭვი ეპარებათ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.