ეპიდაფეთქება ასპინძის სოფლებში - ბრუცელოზით დაავადებული ადამიანების რიცხვი 34–მდე გაიზარდა

29.07.23 10:10
ეპიდაფეთქება ასპინძის სოფლებში - ბრუცელოზით დაავადებული ადამიანების რიცხვი 34–მდე გაიზარდა

ასპინძა ეპიდაფეთქების ზღვარზეა - ბრუცელოზით დაავადებული ადამიანების რიცხვი 34–მდე გაიზარდა. ასპინძის სოფლებში ეპიდემიოლოგიური კვლევევი ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

"ტესტირება ჩასატარებელია იმ ადამიანებზედა ცხოველებზე, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულთან, ვინაიდან რძის და რძის პროდუქტით, ასევე ხორცით და პირუტყვის მოვლით გადადის დაავადება.  ამიტომაც ერთი დაავადებული ცხოველიდან შეიძლება, მასიურად მოხდეს გავრცელება. ამიტომ, პირველივე ნიშნებისთანავე, აუცილებელია, რომ მიმართონ ვეტერინარს" - ამბობს ვეტერინარი.

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ბრუცელოზით ინფიცირებულები ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებენ, ვეტერინარები კი, ფერმერებს სიფრთხილის მაქსიმალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები