შავი ზღვის წყლის ხარისხი - გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

29.07.23 10:41
შავი ზღვის წყლის ხარისხი - გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, სააგენტოს მიერ მონიტორინგი 16 და 20 ივლისს განხორციელდა.

აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.

"კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია - განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები