რუსეთის სამიზნე ქართველი სამხედროები - პუტინის საგამოძიებო კომიტეტმა 70 ჯარისკაცი დაუსწრებლად გაასამართლა
რუსეთის სამიზნე ქართველი სამხედროები - პუტინის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო და ათობით ჯარისკაცი პასუხისგებაშიც დაუსწრებლად მისცა. პუტინის სამიზნეები „ქართული ლეგიონის“ 70 სამხედროა, მათ შორის არის მამუკა მამულაშვილიც. ყველა ჯარისკაცი კრემლმა დაუსწრებლად უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გაასამართლა.
გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა ამბობს, რომ რუსეთი ქართველ მებრძოლებს უკრაინის მხარეს ბრძოლას ვერ პატიობს.
ამას მე დავარქმევდი თავხედობას, რომელიც შეიძლება დანაშაულებრივმა სამხედრო მანქანამ აჩვენოს დანარჩენ სამყაროს. ერთადერთი მათ დარჩენიათ, რომ იმ წარუმატებლობის ფონზე, რაც აქვთ უკრაინაშ და ამ წარუმატებლობაში ძალაინ დიდი წვლილი აქვთ ჩვენ ქართველ მებრძოლებს, 49 ქართველი ვაჟკაცი დაეცა ბრძოლის ველზე, ამას ვერ პატიობენ საქართველოს. მათ ყოფას მე პუტინის გედის სიმღერა დავარქვი, ისინი აუცილებლად დამარცხდებიან ამ ბრძოლაში. ჩვენ მებრძოლებს რაც შეეხება, ეს იქნება ღირსების სია, რომელშიც მოხვედრა ალბათ ღირსება იქნება ყველა ქართველი მებრძოლისთვის". - ამბობს გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა.