„Astoria Grande“ რუსი პროპაგანდისტებით და ომის მხარდამჭერი არტისტებით მოდის - ბათუმი მასშტაბური აქციისთვის ემზადება
31 ივლისი 6 საათი - საპორტესო აქცია დაანონსებულია. პროტესტის ეპიცენტრი ბათუმის პორტი იქნება, სადაც საკრუიზო გემი ოკუპანტი ქვეყნიდან 800-ზე მეტ ადამიანს ჩამოიყვანს.
უკვე ცნობილია, რომ „ასტორია გრანდეს“ მგზვარები რუსი პროპაგანდისტები და ომის მხადამჭერი არტისტები იქნებიან. მათ შორის იქნება უკრაინის და ლატვიის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, მომღერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ღია მხარდამჭერი და პუტინის მეხოტბეა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება.
31-ში დილის 6 საათზე ისევ აპირებს რუსული კრუიზი შემოსვლას. ისევ და კიდევ უფრო მობილიზებულები დავხვდებით. უკვე დავიწყეთ ამ აქციის ორგანიზება. ნახეთ, რომ სტუმრები, ვინ რუსეთიდან ჩამოვიდნენ, იყვნენ პროპაგანდისტები, ისინი არ აღიარებენ რომ რუსეთი ოკუპანტია და უარესსაც ამბობენ, რომ 90-იანებში, ისინი აფხაზებს იცავდნენ ჩვენგან". - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
ამ ფაქტის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ ჰქონდათ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს".