გლდანში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გლდანში ზედა კარფურთან ქალს დაეჯახა მანქანა და დაიღუპა ადგილზე, მერე გაზის მილებში შევარდა ეს მანქანა და გაზი ჟონავს ახლა. საშინელება ხდება", - წერს დემბო ლომიძე.
"პირველები" დეტლებს შსს-ში არკვევს.