შიმშლობის 34-ე დღე - გლდანის ციხეში პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა
შიმშლობის 34-ე დღე - გლდანის ციხეში პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 29 წლის დავით ლიპარიშვილის პროტესტის მიზეზი მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებაა. მას პროკურატურა ყაჩაღობას ედავება, თუმცა დაკავებული ამტკიცებს, რომ ციხეში აგენტ-პროვოკატორის ცრუ ჩვენების საფუძველზე გაუშვეს და დანაშაული არ ჩაუდენია.
პატიმარი "ტვ პირველისთვის" გამოგზავნილ წერილში წერს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად იმდენად მძიმედება, რომ პენიტენციური სამსახური მის სასამართლოში ეტაპირებასაც კი ვერ რისკავს.
ადვოკატების თქმით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა.
პატიმარი იმიტომ არ მოვიდა სასამართლო პროცესზე, რომ პირი ჰქონდა ამოკერილი, თუმცა, პენიტენციურიდან გამოიგზავნა შესაბამისი განცხადება, სადაც ეწერა, რომ არა პირი აქვს ამოკერილი, არამედ უარს აცხადესბ სასამართლოში გამოცხადებაზე. თუმცა ჩენთან დაირეკა და გამოცხადდა, რომ პირი ჰქონდა ამოკერილი. გუშნ კი გამოცხადდა ლიპარიშვილი, უკვე მოხსნილი ჰქონდა პირზე ნაკერები და თვითონვე დაესწრო პროცესს, თუმცა მან მოსამართლეს სხდომაზე სიტყვით მიმართა, მე განა არ მინდოდა წამოსვლა, მინდოდა, მაგრამ შეუძლოდ ვგრძნობდი თავსო". - აცხადებს ადვოკატი.
29 წლის პატიმარი ახლაც განაგრძობს შიმშილობას, მისი მდგომარეობის შესახებ კი პენიტენციური სამსახური ინფორმაციას არ იტყობინება.