თბილისი ენერჯი: გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

29.07.23 15:46
თბილისი ენერჯი: გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

გლდანში მომხდარი ავარია - თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში დატრიალებული ტრაგედიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია.

"გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია", - წერია განცხადებაში.

გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც 25 წლის ორზული ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები