თაღლითობა ქართველი მეცო-სოპრანოს სახელით - ნინო სურგულაძე მოსახლეობას აფრთხილებს

29.07.23 15:54
თაღლითობა ქართველი მეცო-სოპრანოს სახელით - ნინო სურგულაძე მოსახლეობას აფრთხილებს

თაღლითობა ქართველი მეცო-სოპრანოს სახელით - ნინო სურგულაძე ამტკიცებს, რომ მის სახელს ინეტრნეტ სივრცეში კონკრეტული ჯგუფი ვირუსულად იყენებს და მოქალაქეების პირად მონაცემებზე და საბანკო ანგარიშებზე აქვთ წვდომა.

მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო მოსახლეობას აფრთხილებს და რეაგირების თხოვნით საგამოძიებო უწყებას მიმართავს.

"ჩემი სახელით და გვარით იყო ეს ფალსიფიცირებული გვერდი, ასევე მოპარული ჰქონდათ ჩემი ვიდეოები და ლაივები და ამას ატრიალებდნენ საათების განმავლობაში. აკეთებდნენ თალღლითური სქემი რეალიზებას, ადამიანებს ჰპირდებოდნენ ჩემი სახელით მოგებას. როდესაც გადადიან ლინკზე, მათ ჰპარავენ პირად ინფორმაციას და ბევრ პრობლემას უქმნიან. გაფრთხილდით, არ გადახვიდეთ მსგავს ლინკებზე, ეს მე ვიქნები თუ სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ფალსიფიცირებული გვერდებიდან მოწერილი". - ამბობს ნინო სურგულაძე. 

 

მსგავსი სიახლეები