პატიმრების გაუპატიურება საკნებში - "ოცნების" ციხის დამალული რეალობა (შაბათის ანონსი)

29.07.23 16:05
პატიმრების გაუპატიურება საკნებში - "ოცნების" ციხის დამალული რეალობა (შაბათის ანონსი)

 

 

 

პატიმრების გაუპატიურება ციხეში - ციხის კადრებით მოსული ხელისუფლების დამალულ ამბებს, დღეს, 8 საათზე ფარდა "ნოდარ მელაძის შაბათში" აეხდება. 

კაცი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, დღეს "შაბათის ეთერში" მოყვება, როგორ აფარებს სისტემა ხელს მოძალადეებს.

ციხე შიგნიდან გატყდა, პენიტენციური სამსახურის რეჟიმის თანამშრომელი 14 წლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოდან გაიქცა და დღეს "ნოდარ მელაძის შაბათში" მოყვება, "ქართული ოცნების" ციხის დამალულ რეალობას.

პრივილეგირებული პატიმრები და პრივილეგირებული კამერები ციხეებში - დღეს, საღამოს, 8 საათზე გამომძიებელი ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათში" მოგიყვებათ მძიმე დანაშაულის ჩამდენებზე, რომელბიც თუ "ოცნების" ხელისუფლებას გაურიგდებიან, როგორ იღებენ სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები