"ქართველი ჟურნალისტების ბრალია" - რუსები ბათუმში უძრავი ქონების გამოფენის ჩაშლას აპროტესტებენ
რუსეთის მოქალაქეების პროტესტი ბათუმში - ოკუპანტები უძრავი ქონების გამოფენის ჩაშლას აპროტესტებენ. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები დილიდან ანბანის კოშკთან მივიდნენ, სადაც დღეს რუსებისთვის განსაკუთრებული პირობებით ბინების შეძენის აქცია უნდა გამართულიყო. ეს ღონისძიება საზოგადოების პროტესტის გამო ჩაიშლა, ორგანიზატორები კი მიიმალნენ, ამის გამო კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე და ომის მხარდამჭერი რუსები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
რაც მოხდა ქართველი ჟურნალისტების გამო მოხდა, თქვენ ატეხეთ აჟიოტაჟი. რომ არა თქვენ, ეს გამოფენა აუცილებლად ჩატარდებოდა". - ამბობს რუსეთის მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ირაკლი ფირცხალავას კომპანია, People - Real Estate ბათუმში 29-30 ივლისს უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას გეგმავდა.
ღონისძიების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ფირცხალავას კონცერტიც.
მოგვიანებით, გამოფენის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტიდან საერთოდ გაქრა. კომპანიამ გაავრცელა ცნობა, რომ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი დროით გადაიდო.