დადგება თუ არა შავაძის მკვლელობის საქმეში ახალაიას და მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობა? - რას ამბობს პროკურორი
განზარხ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელები ციხიდან სასამართლოში მიიყვანეს. 15 წლის წინ განსაკუთრებული სისტიკით მოკლული ჯარისკაცის საქმეზე 8 ყოფილი ძალოვანია დაკავებული, ორს კი პროკურატურა ეძებს, თუმცა არცერთი როინ შავაძის მკვლელობას არ აღიარებს.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული 8 პირი 15 წლის მანძილზე ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ და გამოძებას არასწორ ჩვენებას აძლევდნენ.
პროკურატურამ დღეს კარტები ბოლომდე არ გახსნა, თუმცა დაასახელა პირები, ვისითაც გამოძება შეიძლება, დაინტერესდეს. ესენი არიან ვანო მერაბიშვილი და დათა ახალია, ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ საქმეში მათი დაკითხვის აუცილებლობა გახდეს საჭირო.
ბრალდებულები 15 წლის მანძილზე მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით, რათა არ გახსნილიყო მოცემული დანაშაული. ისინი 15 წლის განმავლობაში კოორდინირებულად, გამოძიებას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, ყალბი შემუშავებული ვერსიის შესაბამისად, რათა არ დადგენილიყო კონკრეტულად მათი დანაშაულებრივი ქმედებები. თეიმურაზ პატარიძის მიერ დავალება მიღებული იყო არა მხოლოდ თვალთვალზე, ზოგადად როინ შავაძის პიროვნების შესწავლაზე. დავალება მას მიღებული ჰქონდა ხელმძღვანელისგან. კონსტიტუციური დეპარტამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელი გახლდათ დავით ახალაია, ხოლო შსს-ს მინისტრი ივანე მერაბიშვილი". - ამბობს პროკურორი.
მძიმე დანაშაულისთვის პროკურატურამ სპეცრაზმელების დაკავების ბრძანება 2 დღის წინ გასცა, თუმცა საგამოძიებო უწყებას არცერთი მაღლაჩინოსანისთვის, ვინც ამ საქმეს წლების განმავლობაში აყალბებდა, არც ბრალი წარუდეგნია და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაუწყია.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
როინ შავაძე 2008 წელს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკვეს, შემდეგ კი პროკურატურის ვერსიით, მაშინდელი კუდის თანაშრომლებმა სავატომობილო გზაზე ჩაცხრილეს.