ცეცხლს ეთამაშებიან, გაორმაგდება ეს პროტესტი - გენერალი ყურაშვილი რუსულ კრუიზზე
31 ივლისს რუსული კრუზი ბათუმში ისევ შემოვა - ქართველი მებრძოლები ამბობენ, რომ ქართველების პროტესტი ბევრად უფრო მასშტაბური იქნება.
გენერალი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ყურაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საქართველო რუსეთის გუბერნია გახადოს, რაც არ გამოუვათ.
ცეცხლს ეთამაშებიან, მათი დანიშნულება არის, რომ რუსული პოლიტიკა ატარონ. ეს არის რაღაც ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება ფაშისტურ ძალებზე. მკაცრი პროტესტი მოყვება, გმირი ბათუმელები, რომელბიც დახვდნენ ისევ დახვდებიან და გაორმაგდება ეს პროტესტი. ვიღაც გამყიდველები ვერ შეძლებენ რუსეთის გუბერნია გახადონ საქართველო". - ამბობს მამუკა ყურაშვილი.
31 ივლისი 6 საათი - საპორტესო აქცია დაანონსებულია. პროტესტის ეპიცენტრი ბათუმის პორტი იქნება, სადაც საკრუიზო გემი ოკუპანტი ქვეყნიდან 800-ზე მეტ ადამიანს ჩამოიყვანს.
უკვე ცნობილია, რომ „ასტორია გრანდეს“ მგზვარები რუსი პროპაგანდისტები და ომის მხადამჭერი არტისტები იქნებიან. მათ შორის იქნება უკრაინის და ლატვიის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, მომღერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ღია მხარდამჭერი და პუტინის მეხოტბეა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
ამ ფაქტის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ ჰქონდათ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს".