როინ შავაძის მკვლელობის საქმე - მოსამართლემ 8 ბრალდებული ციხეში გაუშვა, ეძებენ ორს

29.07.23 20:15
როინ შავაძის მკვლელობის საქმე - მოსამართლემ 8 ბრალდებული ციხეში გაუშვა, ეძებენ ორს

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 2 ბრალდებულს კი რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 

დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება

 

მსგავსი სიახლეები