პაპილომა ვირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის - ჯანაცვამ პრეპარატი ვერ აითვისა
პაპილომა ვირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის. ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატი ვერ აითვისა. ვაქცინა, რომელსაც სიკვდილისგან ქალების დაცვა შეუძლია, საწყობებში ფუჭდება.
აცრა 9-დან 26 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი. ის ქალებს კიბოსგან იცავს.
სახელმწიფოს ვაქცინის ასათვისებლად 2 თვე რჩება. სპეციალისტები ამბობენ, რომ საინფორმაციო კამპანია სახელმწიფომ სწორად ვერ წარმართა. მათი თქმით, მოსახლეობას აღნიშნული ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ვაქცინაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არა მარტოპაპილომა ვირუსთან, არამედ სხვა ტიპის ვაქცინებთანაც პანდემიის სამმა წელმა მნიშვნელოვნად შეამცირა. 10 ათასამდე ბავში მყავს, რომელმსაც 5 წლის ასაკში არ აქვს ჩატარებული წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს სერიოზული პრობლემაა და ეს არ ეხება მხოლოდ პაპილომა ვირუსს. გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემა გვექნება თუ ვერ მოვახერხეთ და სწრაფგად არ დავუბრუნდით პანდემიამდე პერიოდს. ყველა ძალრონე უნდა იხმაროს ქვეყანამ. პირველ რიგშ, რა თქმა უნდა, საინფორმაციო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დაწყება, ვინაიდან ბიჭებში, სულ რამდენიმე დღეა მინისტრის ბრძანებით არის ეს ავქცინაცია დაწყებული, - ამბობსიაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
ცნობისთვის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონააცემებით, 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით 350 ათასი ქალი დაიღუპა. არცერთი მათგანი აცრილი არ ყოფილა.