სროლა ქუთაისში - მხარეებმა ცეცხლი ერთმანეთს ორი ავტომობილიდან გაუხსნეს
სროლა ქუთაისში - გვიან ღამით პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ აივნებზე გასვლა შეეშინდათ. ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს მხარეებმა ცეცხლი ორი ავტომობილიდან გაუხსნეს.
ერთმანეთის მიყოლებით ისროდნენ ავტომატიდან. რამდენჯერმე ჰაერშიც ისროლეს, ამიტომ ბრმა ტყვიის შეგვეშინდა სახლში არ შემოვარდნილიყო და იატაკზე დავწექით. საშინელი ღამე იყო, – აცხადებს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები.
მომხდარზე გამოძიება შსს-ს ჯერ არ დაუწყია.