მზადება რუსული გემის დასახვედრად - რუს პროპაგანდისტებს ბათუმის პორტში აქციით დახვდებიან
მზადება რუსული საკრუიზო გემის დასახვედრად - ქართული დროსტარების მოყვარულ რუსებს ხვალ ბათუმის პორტში აქციით დახვდებიან. სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე დროშებით და ანტისაოკუპაციო წარწერებით მივლენ.
ბათუმისკენ მომავალ საკრუიზო გემს რუსეთის პრეზიდენტის მეხოტბეები, უკრაინის მიერ სანქცირებული პირები და რუსი არტისტები მოყვებიან. ეს ის ხალხია, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალს საქართველოს ტერიტორიად არ აღიარებს.
აქციის ორგანოზატორები ამბობენ, რომ რუს პროპაგანდისტებს მძლავრი პროტესტისთ დახვდებიან და რომ მათ საქართველოში არაფერი ესაქმებათ.
ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც არიან ღიად აქტიური პროპაგანდისტები კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის. შესაბამისად, ეს ადამიანები მხარს უჭერენ საქართელოს ოკუპაციას, დაქუცმაცებას. მსგავის სიმბოლიზმი და პასუხის გაცემა აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველას გარუსება ვერ მოხერხდა და ადამიანებს შემორჩათ იმის ღირსება, რომ დაიცვან საკუთარი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი იმისთვის, რომ გზავნილი გაუშვან სხვებისთვის, რომ თუ შენ არ აღიარებ საქართელოს ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევ ოკუპაციის შესახებ კანონს, ამ ქვეყანაში თავისუფლად და მშვიდად გადაადგილებას ვერ შეძლებ, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბათუმის პორტთან ღამის 23:00 საათზე შეიკრიბებიან და რუსეთიდან მომავალ გემს დაელოდებიან.
7 საათზე ჩვენი დროით გემი აპირებს აქ მოსვლას, ძალიან მარტივად ჩვენ მას დავხვდებით. ნებისმიერი მსურველს, ვისთვისაც გულტანა ხლოს მისატანია საქართელოს მომავალი, ბათუმის მომავალი, ჩენი მეგობრების ოჯახის წევრების მომავალი, ყველას ველოდებით აქ. დავხვდებით გემს. შეკრებას დავიწყებთ დღეს ღამის 23:00საათიდან, გაგრძელდება 6 საათამდე. შესაბამის დახვედრას მოვუწყობთ ოკუპანტებს, - აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.
პარალელურად, პუტინის პოლიტიკის მომხრეები რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამტკიცებენ, რომ რუსული აგრესიის და ოკუპაციის წინააღმდეგ აქციებს მხოლოდ ოპოზიციური პარტიები აწყობენ და არა რიგითი მოქალაქეები.