სექსუალური ძალადობა პატიმარზე - იურისტები პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
სექსუალური ძალადობა პატიმარზე - პატიმრების უფლებებზე მომუშავე იურისტები საქართველოს პროკურატრუას მოუწოდებენ, აღნიშნული პატიმრის საქმე გადაიბაროს. საქმე ეხება გავლენიანი თანამესაკნის მიერ მსჯავრდებულის გაუპატიურების სკანდალურ ამბავს, რომელიც „შაბათის“ ეთერმა“ გამოააშკარავა.
ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ საქმე მძიმე, სისტემურ დანაშაულს ეხება და მას გენერალური ინსპექცია არ უნდა იძიებდეს. ამასთან, იურისტები ეჭვობენ, რომ გავლენიან პატიმარს გავლენიანი მფარველი ჰყავს.
მთავრობა, რომელიც ციხის კადრებით მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც მინიმუმ, იგივე არ უნდა გაიმეოროს. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს სიუჟეტი და ფაქტია, რომ ციხე შიგნიდან გატყდა. თანამშრომლები ალაპარაკდნენ, აზარალებულიც კი აძლევს ჩვენებას, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ჩემთვის გაუეგბარია, რას იძებენ ამდენი ხანი. ერთადერთი რასაც ვფიქრობ, ეს არის პრივილიგირებული პატიმრები, რომელსაც ვიღაცა ხელს აფარებს. ვერ ვაპატიებთ ვერცერთ მთავრობას პატიმრების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და მათ გაუპატიურებას. ამიტომ, ხელისუფლებამ ნება იბოძოს და საზოგადოებას გასცეს პასუხი, ეს იყო ერთეული შემთხვევა თუ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან? – ამბობს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის დაბრუნებაზე საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი. ამასთან, დიტო ნოზაძე ქუთაისის მეორე ციხეში მომხდარ გაუპატიურებასთან დაკავშირებით სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
სახალხო დამცველის არაერთი ანგარიში არსებობს, სადაც არის საუბარი, რომ სამწუხაროდ, დრესდღეობით ციხეებში ისევ დამკვიდრდა კრიმინალური სუბკულტურა და ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებს თვითონ პატიმრებთან ურთიერთობის დასალაგებლად, ასე ვთქვათ, ან გასაჩუმებლადაც. უბრალოდ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გენინსპექციამ რა გამოძია, მე მასალებს არ ვიცნობ და ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა მოხდეს სწრაფი გამოძიება ნებისმიერ საქმეზე და დროში არ უნდა იყოს გაჭიანურებული ნებისმიერი გამოძიება, იმიტომ, რომ თუ მოხდება დროში გაჭიანურება, აფქტობრივად ხდება განცდა იმის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ფორმალურად დაიწყება რამე და არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, - ამობს ადვოკატი დიტო ნოზაძე.